Saturday, March 31, 2012



  1. პროექტის სახელწოდება:  ოთახის  რემონტი.
  2. პროექტის მთავარი იდეა:  პროექტის მონაწილეები ითვლიან ჯგუფის ერთ-ერთი წევრის  სამეცადინო ოთახის რემონტისთვის  რა თანხა იქნება საჭირო.
  3. პროექტის აქტუალობა: არაპროფესიონალმა შეძლოს იმ თანხის დადგენა, რომელიც საჭიროა რემონტის გასაკეთებლად.
  4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები ისწავლიან ოთახის ზომების დადგენას, ფართობის გამოთვლას, შეძლებენ საჭირო ინფომაციის მოძიებას და გამოყენებას.
  5. მონაწილეთა ასაკი: 11-12 წელი.
  6. ვადების ხანგრძლივობა: 10 -დღე.
  7. პროექტის შედეგები : პრეზენტაცია.
  8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: რვეული (ჩანაწერებისთვის),მეტრიანი,კომპიუტერი,პროექტორი.
  9. პროექტის მსვლელობა: ა)გამოთვალონ ოთახის კედლების საერთო ფართობი;  ბ) რამდენი რულონი შპალერის ყიდვაა აუცილებელი ამ ოთახში შპალერის გასაკრავად, თუ თითოეულ რულონში  10 მ სიგრძის შპალერია; გ) რამდენი ლარია საჭირო შპალერის საყიდლად, თუ ერთი რულონის ფასი 18 ლარია;  დ) გამოთვალონ იატაკის ფართობი, დაადგინონ რა თანხის ლამინატი იქნება საჭირო; ე) გამოთვალონ კარ-ფანჯრის ფართობი. (საჭირო დროს მიმართონ ხელოსანს, მაღაზიას). ვ) მიღებული ინფორმაციის მიხედვით,გააკეთონ სლაიდ შოუ,თუ რა სახეზე იქნება ოთახი რემონტის ბოლოს.
  10. ეროვნულ სასწავლი გეგმასთან კავშირი: მათ.VI.10.პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურის ფართობის გამოთვლა.
  11. სამუშო ენა:  ქართული.
  12. პროექტის ხელმძღვანელი: ხათუნა ხაჩიძე.
  13. ხელმძღვანელის ელ- ფოსტა: khatunakhachidze9@gmail.com
  14. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: